საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
24 მაი - 23 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 43 60 09
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის! 
 
Tourinvest Group ეძებს გუნდის ახალ წევრს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე სასტუმრო ბულვარ ბათუმსა და ბელვიუ რეზიდენს ბათუმში 
კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“,  სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. Tourinvest Group-ის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი. 
არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • აპარტამენტებისა და სასტუმროს მართვა კომპანიის  საოპერაციო სტანდარტების დაცვით; 
  • გაწეული მომსახურებების ხარისხის კონტროლი, მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასება,  მომსახურების გასაუმჯობესებლად სერვისების განახლების პროცესების წარმოება; 
  • დეპარტამენტის ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენა, შესყიდვების დაგეგმარება, ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია 
  • აპარტამენტების მფლობელებთან კომუნიკაცია 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასტუმროს მენეჯმენტის  მიმართულებით  5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ ერთი წელი მენეჯერულ პოზიციაზე 
  • კომპიუტერული პროგრამები  - Microsoft Office ცოდნა   
  • ინგლისური ენისა და რუსული ენის ფლობა  
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო ადგილი:  ქ. ბათუმი 
  • სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
  • საათები: 09:30 -დან 18:30 -საათამდე 
  • ანაზღაურება: შეთანხმებით 
 
ჩვენ ვეძებთ ახალი გუნდის წევრს, რომელიც გამოირჩევა: 
  • დროის დაგეგმვისა და მართვის უნარით 
  • პასუხისმეგბლობის მაღალი გრძნობით 
  • პროფესიული განვითარების სურვილით 
  • გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • 50 %–იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; 
  • 70 %–იანი ფასდაკლება საბაგირო გზა არგოთი ტრანსპორტირებისას. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ  მისამართზე:  hr@bellevuebatumi.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 43 60 09 
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)