ოპერატორი
- სრული განაკვეთი
- 800
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი


საგა იმპექსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოპერატორი
კომპანიის შესახებ
შპს საგა იმპექსი 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.
სამუშაო ადგილი ქ. ბათუმი, გორგილაძის ქ. 120
სამუშაო გრაფიკი:კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 800+ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ახალი მომხმარებლის პროგრამაში დარეგისტრირება;
- მომხმარებლის მიერ, კონსულტაციის შედეგად, შერჩეული პროდუქციის პროგრამაში გატარება დადგენილი წესის შესაბამისად;
- შეკვეთისთვის დამატებით საჭირო დეტალების შეთავაზება და გაფორმება;
- საბოლოო ინვოისის მომზადება;
- მომხმარებლისგან შეკვეთის საფასურის მიღება (ნაღდი/უნაღდო);
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მონტაჟის შეკვეთა (მენეჯში გაფორმება)
- ორგანიზაციებიისთვის ზედნადების ატვირთვა;
- გარანტიის გაფორმება;
- პროდუქციის შეცვლის/დაბრუნების გატარება;
- საშუამავლო დოკუმენტაციის მომზადება - პრარაბები;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დარეზერვება (გარკვეული პერიოდით);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება:
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით, ბაკალავრის ხარისხი ან სტუდენტი, პროფესიული განათლება გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების მიმართულებით;
ტრეინინგები და სერთიფიკატები:1C ERP
უნარები
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
- აქტიურობა, სისხარტე;
- ორგანიზებულობა;
- აკურატულობა.
ენები
- ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)
პროგრამები
- კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
რას გთავაზობთ
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიარული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო სპეციფიურია, კანდიდატს არ მოეთხოვება აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. დასაქმების პირველი ეტაპი მოიცავს on job ტრეინინგს.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე:info@saga.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი