იურისტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • რუსული
25 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
იურიდიული კომპანია "Legal Consulting Center" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. სრული განაკვეთი 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
  • სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
  • უაცილებელია რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი).

საჭირო პიროვნული უნარები:
  • კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება.
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება), ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@legalconsulting.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!“
იურიდიული
იურისტი