შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია აცხადებს ვაკანსიას  საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო შესყიდვების მართვა კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • წარმოების გეგმის მიხედვით შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
  • თანამშრომლობა საბაჟო აგენტებთან;
  • მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება  1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სწრაფი ათვისების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:
  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:    “საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი”, კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი