ქსელის სავაჭრო ობიექტების კვლევისა და ანგარიშგების სუპერვაიზერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
24 მაი - 16 ივნ
სტანდარტი


“EFES საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") “Anadolu Efes”-ის შვილობილი კომპანიაა. “Anadolu Efes”-ი მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“EFES საქართველო“ უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
“EFES საქართველო” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქსელის (სავაჭრო ობიექტების) კვლევისა და ანგარიშგების სუპერვაიზერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტების აღწერა საქართველოს მასშტაბით
- შესაბამისი კითხვარის შედგენა და საჭირო მონაცემების შეგროვების განსაზღვრა;
- კვლევების დაგეგმვა და კოორდინირება;
- კვლევის შედეგების ანალიზი, ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
- სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო მენეჯერთან;
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით;
- დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენა და დანახარჯების კონტროლი;
- განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემებისა და დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი;
- კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- Excel-სა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური (B2 დონე);
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის გამოცდილება;
- კონტროლის, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარები;
- პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით;
„ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 ივნისი.
გაყიდვები
სუპერვაიზერი