სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი / სტაჟირება
ბათუმი
  • სტაჟირება
  • 500 - 1000
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
24 მაი - 23 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებელო ბაზარზე. სიტა-არის სამშენებლო სერვისების მიმწოდებელი კომპანია,რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო-სარემონტო და უძრავი ქონების განვითარების საქმიანობასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.

კომპანია სიტა ახორციელებს მშენებარე საერთაშორის ბრენდის მქონე სასტუმროსა და საცხოვრებელი აპარტამენტების პროექტის მართვას. გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს ჯგუფს სტაჟირებაზე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები
  • პროექტის მენეჯერის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება ;
  • ნახაზების, სპეციფიკაციების და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მონიტორინგი და პროგრესის ანგარიშგება/რეპორტინგი;
  • საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია;
  • შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი-ზედამხედველობა;
  • სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული პროცესებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის ცოდნა ჩითვლება უპირატესობათ;

 ანაზღაურება
სტაჟირების პერიოდში (3 თვე) ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასის სახით, 500 ლარი ხელზე ასაღები.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ფიქსირებული ხელფასი შეადგენს 1,000 ლარს, რომელიც გაიზრდება გამოცდილების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@sita.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
სამშენებლო, უძრავი ქონება
უბნის ზედამხედველი/პრარაბი