დიასახლისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
30 მაი - 23 ივნ
სტანდარტი


Courtyard by Marriott არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია, პირველ რიგში, ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს. ამ დიდ ოჯახს უკვე შეუერთდა Courtyard by Marriott Batumi.
Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლის ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით, ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო ცვლის განმავლობაში, სასტუმროს ოთახების, კორიდორების და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
- სამუშაო ურიკების მოწესრიგება და შევსება შესაბამისი ინვენტარით;
- ზედამხედველის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
- აღჭურვილობის და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
- კომპანიის უსაფთხოების წესების გაცნობა და დაცვა;
- საჭირო ქიმიკატების და ინვენტარის ინსტრუქციების მიხედვით გამოყენება.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- სასტუმროში დიასახლისის პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების ცონდა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
- ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
- უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- დასვენებას დაბადების დღეზე;
- გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@courtyardbatumi.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)