მიმტანი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
30 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Courtyard by Marriott   არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია, პირველ რიგში, ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  ამ დიდ ოჯახს უკვე შეუერთდა  Courtyard by Marriott Batumi.  
Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი  ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლის ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით, ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას. 

 სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით; 
  • შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; 
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
  • მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა; 
  • შვედური მაგიდის მომსახურება; 
  • სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება; 
  • სტუმრების მხრიდან პრეტენზიის  არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო  მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება; 
  
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • სასტუმროში მიმტანის პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება; 
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;  
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალურობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ფიზიკურად შრომის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით; 
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას; 
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; 
  • დასვენებას დაბადების დღეზე; 
  • გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com  
 სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 გისურვებთ წარმატებას! 
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი