ფლორისტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
24 მაი - 16 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Courtyard by Marriott არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია, პირველ რიგში, ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  
ამ დიდ ოჯახს უკვე შეუერთდა Courtyard by Marriott Batumi. Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლის ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით, ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას. 
           
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას  ფლორისტის  პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები : 
  • მცენარეების გარემოს განათების, ტემპერატურის  და ტენიანობის შემოწმება; 
  • მცენარეების საჭიროების მონიტორინგი და მდგომარეობის კონტროლი; 
  • მცენარეების მოვლა. 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • პუნქტუალურობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ფიზიკურად შრომის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • მოქნილ  სამუშაო განრიგს; 
  • ერთჯერად კვებას ცვლაში მუშაობისას; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2023 წლის 15 ივნისამდე ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com  
სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ლანდშაფტი (გამწვანება)
მსგავსი განცხადებები