ოპერაციების ოფიცერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 
"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც იქნება წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია. 
კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას ,,ოპერაციების ოფიცერი’-ს პოზიციაზე ბათუმში. 
სამუშაო ადგილი: ბათუმი, Grand Mall. 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე). 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მაღაზიათა ქსელისთვის ზედამხედველობის გაწევა ოპერაციებისა და ტექნიკური საკითხების მხარდაჭერა, არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა; 
  • მაღაზიათა ქსელის თანამშრომლების დისციპლინის მონიტორინგი, დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; 
  • მაღაზიის თანამშრომლების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;  
  • მაღაზიების  სამუშაო საათების კონტროლი ( გახნისა და დახურვის დროის მონიტორინგი); 
  • პასუხისმგებელობა შენობის გათბობისა და განათების სისტემებზე; ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად ზომების მიღება; 
  • მაღაზიების ტექ. ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი; 
  • მაღაზიებისთვის საჭირო სტაციონალური პროდუქციის მიწოდება; 
  • ინვენტარიზაციის პროცესი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა და ყველა საჭირო მხარის ჩართულობის კოორდინაცია; 
  • უსაფრთხოების წესების, სტანდარტებისა და პროცედურების კონტროლი; 
  • ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება; 
  • სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა; 
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი დავალებების მიღება და შესრულება; 
  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება საჭიროებისამებრ; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში); 
  • Ms Office-ის ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი; 
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი; 
  • მოქნილობა და ოპერატიულობა; 
 
 ჩვენ გთავაზობთ: 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს 
  • კორპორატიულ დაზღვევას 
  • სატელეფონო ლიმიტს 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV შემდეგ  მისამართზე:  cvgeo@cenomi.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ოპერაციების ოფიცერი - ბათუმი. 
გაყიდვები
ფილიალების ქსელი