IT ოფიცერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 
"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც იქნება წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია. 

კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას ,,IT ოფიცერი’-ს პოზიციაზე ბათუმში. 
სამუშაო ადგილი: ბათუმი, Grand Mall. 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე). 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიაში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა; 
  • ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა; 
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა, გამართვა; 
  • თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში; 
  • ინციდენტებზე რეაგირება/ინფორმირება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით; 
  • ფილიალის ან ცალკეული დეპარტამენტის ტელეფონის, ვიდეოკამერის, ქსელის, მეილის და ა.შ გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • შემოსული საკითხების მიღება, დამუშავება და ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიღებული დავალებების შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია IT მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე სასაუბრო) 
  • უმაღლესი განათლება; 
  • კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
  • Windows, XP/7/10,11; 
  • Basic configuration (DHCP,Static); 
  • Basic Cisco Configuration (VLAN, Trank…); 
  • Unify, VOIP; 
  • Hardware/Software Troubleshoot; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი; 
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • კორპორატიულ დაზღვევას; 
  • სატელეფონო ლიმიტს; 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV შემდეგ  მისამართზე:  cvgeo@cenomi.com 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: IT ოფიცერი - ბათუმი 
 
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი