Cookroom Assistant
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
23 მაი - 31 მაი
სტანდარტი
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

"დასაქმების სააგენტო ეიჩარი" აცხადებს ვაკანსიას - სამზარეულოს საოპერაციო პროცესების ასისტენტის  პოზიციაზე. 

შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს  კომპანია "გლოვო ჯორჯია ინფრასთრაქჩასთან" (Glovo) თანამშრომლობის ფარგლებში.

სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე არ არის მთავარი მოთხოვნა.

სამუშაო განრიგი: 

1. სამუშაო ცვლებში, კვირაში 40 საათი, მათ შორის ღამის საათებში. 

ანაზღაურება, ხელზე ასაღები 880 ლარი; 6 თვის შემდეგ მატება ხელზე ასაღები 50 ლარის ოდენობით. 

2. სამუშაო ცვლებში, კვირაში 20 საათი, მათ შორის ღამის საათებში. ანაზღაურება, ხელზე ასაღები 440 ლარი, 6 თვის შემდეგ მატება 50 ლარის ოდენობით.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: კანდიდატი მზად უნდა იყოს სამუშაოს ცვლებში შესრულებისთვის, მათ შორის, ღამის საათებში. სამუშაო გრაფიკი იქნება მოქნილი.  


მთავარი მოვალეობები  და პასუხისმგებლობები:  

  • სამზარეულოს საოპერაციო პროცესების კონტროლი  
  • სამზარეულოს კოორდინატორის დახმარება ძირითადი ფუნქციების შესრულებაში 
  • სამზარეულოს პროტოკოლის დაცვა და მასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესება 
  • ცვლის განმავლობაში კომპანია "გლოვოს" კურიერებისთვის დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში 
  • შეკვეთების მიწოდების და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლოს პროცესების ზედამხედველობა და უზრუნველყოფა 
  • სისუფთავისა და ჰიგიენის გეგმის პროცესურებისა და პოლიტიკის მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება/ აღრიცხვა  

 

კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:  

  • უმაღლესი განათლება, (განიხილება სტუდენტებიც)
  • ქართული ენა აუცილებელია, ინგლისური ჩაითველება პრიორიტეტად.
  • სამუშაო პროცესში მუდმივი ჩართულობისა და სრულის ცვლის პერიოდში საქმის შესრულების შესაძლებლობა. 
  • პრობლემების გადაჭრის უნარი. 
  • სასურველია ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების ნომრებისა და პრობლემების ცოდნა

თუ თვლით , რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გააგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.

წარმატებებს გისურვებთ!
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარისტა,
ბარმენი,
მზარეულის თანაშემწე,
სერვისის მენეჯერი,
კვებისა და სასმელების მენეჯერი,
სწრაფი კვების თანამშრომელი