მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი პასუხიმგებლობები:
  • კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისი პოლიტიკის დაცვით
  • საოფისე ელ. მოწყობილობების გამართული მუშაობა და კონტროლი;
  • ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტირება
  • პერიფერიული აპარატურის გამართვა
  • შიდა ქსელის ტექნიკური გამართვა
  • თანამშრომლების მიღება-განთავსიფულებასთან დაკავშირებული კომპიუტერული ინვენტარის ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ან არასრული (დამამთავრებელი კურსი) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტული მიმართულებაა კომპიუტერული ინჟინერია/ინფორმაციული ტექნოლოგიები);
  • კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მხარდაჭერის სპეციალისტი 

 წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს,
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი