ცვლის უფროსის ასისტენტი სამეგრელოში
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
23 მაი - დღეს
სტანდარტი
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ცვლის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთი ჰესის მშენებელი კომპანიისთვის სამეგრელოს რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები:
- განახორციელოს მის ცვლაში ყველა მაჩვენებლის დაფიქსირება სპეციალურ ჟურნალში და კომპიუტერში.
- განახორციელოს მრიცხველების ჩვენებების დაფიქსირება სპეციალურ ჟურნალში და კომპიუტერში.
- ცვლის უფროსის მითითებით ახორციელებს მუშა აგრეგატების ოპერირებას, მხოლოდ მუშაობის პერიოდში (ახორციელებს ჰიდრო აგრეგატების გაჩერებას მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში როცა ცვლის უფროსი და მთავარი ინჟინერი ერთდროულად იმყოფებიან სადგურში ან ქვესადგურში ავარიული სიტუაციების დროს).
- ვალდებულია დაიცვას სისუფთავე სამუშაო ადგილზე.
- უზრუნველყოს ოპერატიული დოკუმენტაციის წარმოება.
- მოაწესრიგოს მართვის ფარზე არსებული ტექნიკური დოკუმენტაცია.
- შეასრულოს გეგმიური დავალებები.
- ვალდებულია არ დაუშვას გარეშე პირები მართვის ფარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება ადმინისტრაციული ზომები.
- ვალდებულია ცვლის მანძილზე იმყოფებოდეს მკაცრად განსაზღვრულ სპეც. ტანსაცმელში.
- სამუშაოდან წასვლა ცვლის ჩაბარების გარეშე აკრძალულია.
- ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, კომპანიის შიდა ინსტრუქციები, კორპორატიული სახელმძღვანელო და კორპორატიული ქცევის ნორმები, ორგანიზაციის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის ელექტრონული ფორმით განხორციელებული) მითითებ(ებ)ი;
- სისტემატურად ადევნოს თვალყური და დეტალურად გაეცნოს კომპანიის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტებში, საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;
- ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობ(ებ)ის სრულყოფილად შესრულების მიზნით, შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;
- გაუფრთხილდეს კომპანიის მატერიალურ ფასეულობებს (ნაღდი ფული, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, კომპანიის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება და ა.შ.)
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 – 3 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: სამეგრელოს რეგიონი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: recruitment16@hh.ge ან დარეკეთ ნომერზე +995 577 216 486
TOP მენეჯმენტი
საოპერაციო დირექტორი/COO
წარმოება/ოპერაციები
მძიმე წარმოება,
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა,
წარმოების/ქარხნის მართვა,
ქიმიური წარმოება,
ნავთოპროდუქტების მოპოვება/დამუშავება,
სამშენებლო მასალების წარმოება
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში