ცვლის უფროსი სამეგრელოში
ჩხოროწყუ
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
23 მაი - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 216 486

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ცვლის უფროსის პოზიციაზე ერთ-ერთი ჰესის მშენებელი კომპანიისთვის სამეგრელოს რეგიონში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ცვლის უფროსი ვალდებულია თავის ცვლაში უზრუნველყოს სადგურის ელექტრო, მექანიკური დანადგარებისა და ჰიდრო ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და საწარმოო ინსტრუქციების მიხედვით ოპერატიული მართვა.
  • ვალდებულია მასზე დაქვემდებარებულ ოპერატიულ პერსონალზე ხელმძღვანელობით უზრუნველყოს ჰესის იმედიანი და ეკონომიური მუშაობა.
  • გაეცნოს ელსადგურის მართვის ფარზე არსებულ დოკუმენტაციას, მიიღოს ინფორმაცია მის ცვლაში მყოფი ტურბინის ოპერატორისაგან.
  • ნორმალური მდგომარეობის შემთხვევაში მოახდინოს ცვლის მიღება-ჩაბარება ტურბინის ოპერატორის ცვლის მიღების შემდეგ.
  • აწარმოოს მართვის ფარზე არსებული დოკუმენტაცია, გაეცნოს წინა ცვლაში მომხდარ ცვლილებებს და იზრუნოს წარმოქმნილი დეფექტების ლიკვიდაციაზე.
  • მოწყობილობებსა და ნაგებობებზე სამუშაოების შესასრულებლად მოვალეა უზრუნველყოს სამუშაო ადგილების მომზადება, მათზე სარემონტო პერსონალის დაშვება განწესისა და განკარგულების საფუძველზე.
  • ვალდებულია იქონიოს კავშირი სადისპეჩერო სამსახურთან, შეასრულოს მათი ოპერატიული დავალებები, აგრეგატის გაშვება-გაჩერება, დატვირთვების რეგულირება, აუცილებელი სასადგურე ინფორმაციის გადაცემა.
  • ახორციელებს აგრეგატების გაშვება-გაჩერებას სადისპეჩერო სამსახურის მორიგე პერსონალის განკარგულებით,
  • მოწყობილობების და ნაგებობების მუშაობაში არანორმალურობის შემჩნევისას ვალდებულია აცნობოს სათანადო სამსახურის უფროსს, საჭიროების შემთხვევაში მთავარ ინჟინერს ან ტექნიკურ დირექტორს.
  • ცვლის უფროსი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს სადგურში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას და სახანძრო მოწყობილობების მუშა მდგომარეობაში ყონას.
  • ვალდებულია უხელმძღვანელოს სადისპეჩერო სამსახურთან შეთანხმებით მოწყობილობებზე ან ნაგებობებზე ავარიის ლიკვიდაციის მიმდინარეობას.
  • იმ შემთხვევაში თუ ირღვევა სადგურის ნორმალურ რეჟიმში მუშაობა, სათანადო პერსონალს აძლევს მითითებას, წყლის დონის რეგულირების შესახებ;
  • ვალდებულია კონტროლი გაუწიოს საწარმოო ოთახებსა და მოწყობილობებზე სისუფთავის დაცვას.
  • სისტემატურად ადევნოს თვალყური და დეტალურად გაეცნოს კომპანიის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტებში, საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;
  • ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობ(ებ)ის სრულყოფილად შესრულების მიზნით, შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;
  • გაუფრთხილდეს კომპანიის მატერიალურ ფასეულობებს (ნაღდი ფული, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, კომპანიის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება და ა.შ.)
  • უზრუნველყოს დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი და ზედამხედველობა გაუწიოს მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობის 2 – 3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უსაფრთხოების ნორმების ცოდნა


დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო ადგილი: სამეგრელოს რეგიონი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე:  recruitment16@hh.ge   ან დარეკეთ ნომერზე +995 577 216 486

TOP მენეჯმენტი
საოპერაციო დირექტორი/COO
წარმოება/ოპერაციები
მძიმე წარმოება,
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა,
წარმოების/ქარხნის მართვა,
ქიმიური წარმოება,
ნავთოპროდუქტების მოპოვება/დამუშავება,
სამშენებლო მასალების წარმოება
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?