სტაჟიორი ბაზრის განვითარების დეპარტამენტში
- სტაჟირება
- ბაკალავრი
- რუსული,ინგლისური
23 მაი - 11 ივნ
სტანდარტი


“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“ეფეს საქართველო“ უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სტაჟიორი ბაზრის განვითარების დეპარტამენტში - სტაჟირება არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტები).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდების ციფრული კომუნიკაციის გამართვა საექსპორტო ბაზრებზე;
- ბრენდის მომზადება საექსპორტო ბაზრებზე შესვლისთვის (შეფუთვა და კომუნიკაცია);
- ეტიკეტების ბაზის და ეტიკეტირების პროცესის გამართვა;
- ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
- ბაზრის ანალიზი და არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
- ყოველთვიური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- ფინანსური/ბუღალტრული და იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა და თვის დახურვის ოპტიმიზაცია;
- სასაჩუქრე პროდუქციის გამოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 საფეხური);
- რუსული ენის ცოდნა (B2 საფეხური);
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება სტაჟირების ხელშეკრულების დადების მიზნით;
„ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 10 ივნისი.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი