ბუღალტერი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი


ლოიალ ფართნერსი წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფინანსური მომსახურების კომპანიას, რომელმაც ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით უმოკლეს დროში დაასაქმა +15 ადამიანი და შეიძინა 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია.
ლოიალ ფართნერს აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საბუღალტრო გატარებების დარეგისტრირება;
- საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
- საბანკო გადარიცხვების ორგანიზება;
- რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში დამკვეთის ობიექტზე პერიოდული ვიზიტი.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ძირითადი მიდგომების ცოდნა;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (FINA, Balance, Superfin)
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა;
- ACCA ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება განისაზღვრება ხელზე ასაღები 1000-1500 ლარის ფარგლებში და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@loyalpartners.ge განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)