იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland  და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 34 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!  

კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გაგრის ქ. 2 (ავჭალა)

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
  • შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საბაჟო პროცედურებისთვის დოკუმენტაციის შედგენა;
  • არსებულ კომპანიებთან შეკვეთების გაგზავნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში)
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

დამატებითი უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
  • პუნქტუალურობა;
  • მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „იმპორტის მენეჯერის ასისტენტი“.  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება