საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1125
  • საშუალო განათლება
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.  
 
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეექვსე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2023 ევროპასა და საქართველოში. 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.  
სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა) 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • პროდუქციის აგროვება მიღებული შეკვეთის მიხედვით და სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა;   
  • მიღებული პროდუქციის დროული გადმოტვირთვა და დასაწყობება;  
  • ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი; 
  • სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა; 
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა 
 
კანდიდატის პროფილი: 
  • განათლება - საშუალო 
  • სასურველია სასაწყობე მეურნეობაში ან ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობა 
  • ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა 

რას გთავაზობთ?  
  • კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1125 ლარი 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი  
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი) 
  • კვება 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: EURCAUWHOpening@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. 
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი