პროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში პროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე .

განცხადების ვადა: 23 მაისი - 23 ივნისი, 2023
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ფუნქციები
  • ფრონტისა (სერვის მენეჯერები, ასისტანსი) და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული სადაზღვევო შემთხვევის (ზარალის) დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმართვის/საგარანტიო წერილის ავტორიზება;
  • ავტორიზების შემდეგ დადებითად გადაწყვეტილი/დადასტურებული მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელ. ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა;
  • განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ პასუხისმგებელი პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით;
  • პრეტენზიის შემთხვევაში წერილობით არგუმენტირებული პასუხის მომზახება/მოწოდება,
  • პროგრამის აქტიურ ფაზაში (დასამუშავებელი) წარდგენილი შესრულებული სამუშაოს დამუშავება ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში;
  • დამუშავების შემდეგ ინვოისის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა და თანმხლები დოკუმენტაციის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა შემდგომი ქმედებისთვის;
  • კორექტირებაზე პრეტენზიის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებული/დასაბუთებული პასუხის მომზადება და შესაბამისი პირისთვის წერილობით ელ. ფოსტის საშუალებით მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური დონე B1/B2)

უნარ-ჩვევები
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!
დაზღვევა
კლინიკებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯერი