დისტანციური მომსახურების სპეციალისტი/ოპერატორი
- სრული განაკვეთი
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი


Pirveli.com - აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მომსახურების სპეციალისტის - ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- შემომავალ ონლაინ (Chat) დახმარებაზე პასუხი;
- მომხმარებელთათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა და წესების ახსნა;
- კომპანიის პროდუქტების მართვის პანელებთან მუშაობა;
- კომპანიაში არსებულ პროგრამებში სხვადასხვა მონაცემების დამუშავება.
ძირითადი მოთხოვნები
- ქართულ ენაზე სრულყოფილად მეტყველება/წერა. (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარებისა და წესების დაცვა.
ძირითადი უნარები
- გამართული კომუნიკაცია;
- ტექნიკური უნარები;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობა;
- გუნდური მუშაობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო კვირა: ცვლიანობის განრიგი - კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე hr@pirveli.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: პირველიშოპი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც პირველიშოპისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)