უსაფრთხოების თანამშრომელი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თავდაპირველად გაგეცნობით: "ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა.

თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას უსაფრთხოების დეპარტამენტში „უსაფრთხოების თანამშრომლის“ პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში ,,ალიანს პალასში“

გვსურს:
  • უზრუნველყო უსაფრთხოება და წესრიგი
  • შეეგებო სტუმარს
  • მიიღო პირველადი ინფორმაცია 
  • საჭიროებისამებრ გადაამისამართო დეპარტამენტებში

თუ შენ ფლობ:
  • საშუალო ან პროფესიულ განათლებას
  • გაქვს გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში (სასურველია)
  • ფლობ სრულყოფილად ქართულ ენას, საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ან რუსულ ენებს 
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზიარებ ,,ალიანს ჯგუფის“ ღირებულებებს

არ დააყოვნო:
  • გამოგვიგზავნე რეზიუმე 2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით 

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სამუშაო გრაფიკს ცვლაში მონაცვლეობით
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

სამუშაო პირობები:
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე   hr@alliancepalace.ge.  და მიუთითეთ ველში შემდეგი:  „უსაფრთხოების თანამშრომელი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი),
მაღაზიის/ობიექტის დაცვა