საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა

თარიღები: 07 აგვ - 20 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
ელ. ფოსტა: recruitment@ggi.ge
საჯარო სამსახური:  პარლამენტი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა

 

GGI-ის შესახებ

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს, რომელიც ხორციელდება Tetra Tech ARD-ის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მმართველობის განვითარებას საკანონმდებლო და  აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. GGI-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოს პარლამენტია, რომელთანაც ის პოლიტიკის შემუშავების და საკანონმდებლო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობს.

 

სტაჟირების პროგრამა

აღნიშნული საქმიანობის გასააქტიურებლად, GGI ეძებს ოთხ საპარლამენტო სტაჟიორ/ანალიტიკოსს, რომლებიც დასაქმდებიან GGI-ის პარტნიორ საპარლამენტო სტრუქტურულ ერთეულებში:

  • საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

 

წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და შეიძინონ გამოცდილება კანონმდებლობის შემუშავებაში, პოლიტიკის კვლევასა და ანალიზში, საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში, საბიუჯეტო პროცესსა და ბიუჯეტის ანალიზში. 

 

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. მისი ხანგრძლივობაა სამი თვე და მოიცავს 2018 წლის სექტემბერ - დეკემბრის პერიოდს. შესაძლებელია სტაჟირების დამატებითი სამი თვით გაგრძელება.

 

სტაჟირების პროგრამის მართვა და სამუშაო გარემო

სტაჟიორ-ანალიტიკოსები განაწილდებიან ზემოხსენებულ საპარლამენტო სტრუქტურულ ერთეულებში და ანგარიშვალდებული იქნებიან კომიტეტების აპარატის/საბიუჯეტო ოფისის უფროსების და GGI-ის წინაშე. სტაჟიორთა სახელფასო განაკვეთი შეადგენს 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დარიცხული). 

 

პროფესიული განვითარება

სტაჟირების პროგრამის დასაწყისში სტაჟიორ-ანალიტიკოსებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო ტრენინგი GGI-ის პროექტის, პარლამენტის საქმიანობის, მათ მიერ შესასრულებელი დავალებების, ასევე, ადმინისტრაციული და ანგარიშგების

 

პროცედურების შესახებ. სტაჟიორებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ GGI-ის პროგრამული აქტივობების ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებში.

 

მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი შემდეგი სპეციალობით: ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესის/საჯარო ადმინისტრირება და მართვა, საჯარო პოლიტიკა, სამართალი/იურისპრუდენცია, საზოგადოებასთან ურთიერთიერთობა/კომუნიკაციები;
  • საჯარო პოლიტიკის საკითხების (განსაკუთრებით: ეკონომიკური, ფისკალური, მონეტარული, გარემოს დაცვითი პოლიტიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის), სახელმწიფო მმართველობის სისტემის და მასში პარლამენტის როლის ცოდნა და ამ საკითხების მიმართ ინტერესის ქონა;
  • ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე;
  • კომპიუტერული პროგრამების და სოციალური ქსელების გამოყენების ძლიერი უნარ-ჩვევები.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოების გარეშე) და მოტივაციის წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: recruitment@ggi.ge. მოტივაციის წერილში კანდიდატებმა აუცილებლად უნდა:

  • აღწერონ მიზეზი, თუ რატომ დაინტერესდნენ GGI-ის საპარლამენტო სტაჟირების პროგრამით; და
  • მიუთითონ, რომელ ზემოაღნიშნულ კომიტეტში სურთ სტაჟირების გავლა და დაასაბუთონ ეს არჩევანი შესაბამისი განათლების, გამოცდილების თუ ინტერესებიდან გამომდინარე არგუმენტებით.

 

GGI, თავის მხრივ, მხედველობაში მიიღებს წარმატებული კანდიდატების მიერ დაფიქსირებულ არჩევანს, თუმცა ვერ მისცემს კანდიდატებს გარანტიას მათ მიერ შერჩეულ სტრუქტურულ ერთეულებში განაწილების თაობაზე. განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აგვისტო.

წერილობით ტესტს და ინტერვიუს მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან. სატელეფონო ზარები არ მიიღება.