ანაზღაურებადი სტაჟირება კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში
თბილისი
  • სტაჟირება
  • 300
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
ხანგრძლივობა: 3 თვე
განაკვეთი: ნახევარი
ანაზღაურება: 300 ლარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:
  • სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვისა და ადმინისტრირების პროცესში ჩართულობა;
  • სტუდენტებისთვის პარტნიორ კომპანიებში ვიზიტების დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება;
  • კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

კომპეტენცია და უნარები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 30 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება