ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 10 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „SPECTRUM. სპექტრუმი „ აცხადებს ვაკანსიას ოფისის  მენეჯერის პოზიციაზე. 
კომპანია „SPECTRUM. სპექტრუმი „ წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა 
  • შეხვედრების და გეგმური თათბირების ორგანიზება / ვიზიტორების დახვედრა 
  • კომპანიის დოკუმენტაციის (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები) წარმოება, დამუშავება, კორექტირება და დაარქივება. 
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება და თანამშრომლების მუშაობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში 
  • საქმიანი წერილების შედგენა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე 
  • ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი. 
  • ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარების უზრუნველყოფა. 
  • საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა 
  • თათბირებზე და შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის/დავალებების კონსოლიდირება და შესრულების დედლაინების კონტროლი. 
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში (PR-კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა. 
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება 
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება 
  • რუსული და ინგლისური ენების,  გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა 

პიროვნული თვისებები: 

  • პუნქტუალურობა 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა  
  • კომუნიკაბელურობა 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი 
  • მოტივირებულობა 
 
ადგილმდებარეობა: თბილისი,  რ. თაბუკაშვილი ქუჩა 27 
სამუშაო გრაფიკი: სრული 10 :00-19:00 
დასვენება: შაბათი-კვირა 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@spectrum.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს! გისურვებთ წარმატებას! 
 
 
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი