სოციალური ქსელის მართვის მენეჯერი

თარიღები: 07 აგვ - 21 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hrg@goodwill.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  სოციალური ქსელები

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

„გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელის მართვის მენეჯერის პოზიციაზე

 

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გუდვილის სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და  განხორციელება
  • Facebook გვერდის მართვა
  • პოსტების, სტატიების წერა
  • საიმიჯო აქციების დაგეგმვა, განხორციელება
  • სხვა მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი)
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • შემოქმედებითი წერის უნარი (სტატიების, პოსტების წერის გამოცდილება)
  • სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების მეთოდების ფლობა
  • კრეატიულობა
  • სასურველია Corel Draw, Photoshop კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • კანდიდატებისათვის, რომლებიც გადალახავენ პირველ ეტაპს, წერითი დავალების მიცემა;
  • პირველადი გასაუბრება არმ სამსახურსა და მარკეტინგის ხელმძღვანელთან;
  • საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „სოციალური ქსელის მართვის მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის  ვადა 21 აგვისტო 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
French Speaking Profile Moderator/Customer Support Agent

ნექსონ ტექნოლოჯის


01 აგვ - 25 აგვ

გერმანულენოვანი ვირტუალური თანაშემწე/ასისტენტი

eAssistentin UG


25 ივლ - 23 აგვ

სოციალური მედია მენეჯერი

Green House


31 ივლ - 28 აგვ

სოციალური მედია მენეჯერი

Georgia OK


06 აგვ - 04 სექ

სოციალური მედიის მენეჯერი

Euro Farm


26 ივლ - 24 აგვ

სოციალური ქსელის ადმინისტრატორი

ევროპული განათლება


30 ივლ - 28 აგვ

სტაჟირება ელექტრონული კომერციის დეპარტამენტში

პალიტრა მედია ჰოლდინგი


24 ივლ - 24 აგვ