KA პრისეილერი/მოძრავი მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1400 - 1400 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
23 მაი - 22 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: კუკია, სამურზაყანოს ქუჩა

,,აგრო ფუდ ტრეიდი'' - სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან.

ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.

აგრო ფუდ ტრეიდი - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://www.facebook.com/agrofoodtrade/

 კომპანია AGRO FOOD TRADE აცხადებს ვაკანსიას KA პრისეილერი/მოძრავი  მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • საკუთარი ავტომობილი;
  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ქსელებში შეკვეთების აღება;
  • სავაჭრო ქსელებში დახლზე განთავსებული პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;


პიროვნული თვისებები:

  • ლიდერობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  • საწვავი: 240 ლიტრი
  • ანაზღაურება: 1400 ლარი ფიქსირებული + 800 ლარი ბონუსი;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@agrofoodtrade.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

გაყიდვები
პრისელერი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი