- სრული განაკვეთი
- 600


„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
www.betlive.club
https://www.linkedin.com/company/betlive-club/
https://www.facebook.com/betlive.club
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 600 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის დალაგება და სისუფთავის დაცვა;
- ოთახებისა და იქ განთავსებული ავეჯის/ინვენტარის დასუფთავება;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@betlive.club და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამლაგებელი"
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.