ფინანსურ მონიტორინგსა და შესაბამისობაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ფინანსურ მონიტორინგსა და შესაბამისობაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის  პოზიციაზე 
 
ძირითადი პასუხიმგებლობები:  
  • დამზღვევის ასევე დაზღვეული/მოსარგებლის იდენტიფიკაციის პროცესი;  
  • კლიენტის იურიდიული პირის ვერიფიკაცია, მისი მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა.  
  • კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მიზნით მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა; 
  • კლინეტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მიზნით მოძიებული დოკუმენტაციის მონიტორინგი, დანაკლისი დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან; 
  • მოძიებული დოკუმენტაციის დამუშავება/სისტემატიზირება/აღრიცხვა და შენახვა; 
  • გარიგებებისა და ოპერაციების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი AML ფორმების შევსების მოთხოვნა; 
  • კლიენტის რისკის დონის შეფასება და მაღალი რისკის მქონე კლიენტთა მონიტორინგი; 
  • კლიენტთა გადამოწმება შესაბამის ბაზებში და PEP და სანქცირებულ პირთა გამოვლენა; 
  • გარიგებების მონიტორინგის შედეგად საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების გამოვლენა და საჭიროების  შემთხვევაში  ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, შესაბამისი რეპორტის წარდგენა. 
  • ფინანსური მონიტორინგის ვებგვერდზე ანგარიშების ონლაინ სისტემაში მიღებული შეტყობინებებისა შემოწმება და სიახლეების გაცნობა; 
  • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმის წარდგენა, შესაბამისი წესის მიხედვით; 
  • საქ. კანონმდებლობის ცოდნა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით.    
  • ზედამხედველი ორგანოს მიერ ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ანალიზი და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით შესაქმნელი პოლიტიკა-პროცედურების შემუშავების/განახლების პროცესში ჩართულობა; 
  • ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებთან ერთად, შესაძლებელია განისაზღვროს, მიმართულების საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ფუნქციები. 

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • სრული უმაღლესი; 
  • სავალდებულოა Word, Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; 
  • კარგი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი; 
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება. 
 
პიროვნული მახასიათებლები 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • არგუმენტირებული/დამაჯერებელი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;  
  • გუნდურობა, არაკონფლიქტურობა; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  ფინანსურ მონიტორინგსა და შესაბამისობაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. 
განაცხადები მიიღება 2023  წლის 24  მაისამდე. 

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში). 
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)