უჯრედული ბიოლოგის სპეციალისტი
თელავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
23 მაი - 22 ივნ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
შპს კავკასიის ფარმაცევტული საწარმო"" აცხადებს კონკურსს ლაბორატორიის უჯრედული ბიოლოგიის განყოფილებაში უჯრედული ბიოლოგის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნის მიზნით. 
ადგილმდებარეობა: თელავი 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში. 
  • გაითვალისწინოს არსებული კონტროლის გეგმები და ინსტრუქციები. 
  • დაექვემდებაროს ლაბორატორიისა და განყოფილების ხელმძღვანელებს. 
  • ექსპერიმენტებში მონაწილეობა, უჯრედულ კულტურებთან და საცდელ ცხოველებთამ  მუშაობა (თაგვი, ვირთაგვა და ა.შ.), ინექციების გაკეთება და მათგან საცდელი ნიმუშაების გამზადება. 
  • შესაბამის ფორმებში აწარმოოს გარემო პირობების ჩანაწერები და ყოველი თვის დასრულების შემდეგ გადასცეს ისინი განყოფილების ხელმძღვანელს. 
  • სისტემატურად აიმაღლოს კვალიფიკაცია თავისის კომპეტენციის ფარგლებში. 
  • შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს განყოფილების უფროსი. 
  • ჩაატაროს განყოფილების აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები. 
  • დაიცვას შიდა კონტროლის პროცედურები და  პასუხისმგებლობა გაიზიაროს ლაბორატორიული ჭურჭლის, აპარატურის , ისევე როგორც სამუშაო გარემოს სტერილურობის დაცვაზე 
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს პროფესიულ ტესტირებებში 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - ბაკალავრი ან მაგისტრი (სასურველია ბიოლოგიის ან მედიცინის);  
  • ლაბორანტის, ან მსგავს  პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება  (ცოცხალ უჯრედულ კულტურებზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად) 
  • თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკის მუშაობის პრინციპებისა და გამოყენების  წესების ფლობა; 
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. 
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პუნქტუალურობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი 
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი 
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი 
  • გუნდში მუშაობის უნარი. 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.  
 
გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 3 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით.  
 გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, კომპანიის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი. გამორჩეული პასუხისმგებლობით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების, კომპანიისათვის სასარგებლო პრაქტიკული წინადადებებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის თანამშრომელი მატერიალურად წახალისდება სხვადასხვა ფორმით (ბონუსები). 
 
დამატებითი შენიშვნები:  
არსებული ვაკანსია განსხვავდება, სტანდარტული მსგავსი შემოთავაზებებისგან, კერძოდ: თქვენ გეძლევათ შანსი ჩაერთოთ მსოფლიოში  წამყვან ინოვაციურ პროექტებში, საინტერესო და მნიშვნელოვან კვლევებში. გაიაროთ ტრენინგები საქართველოში და უცხოეთში საუკეთესო სპეციალისტებთნ ღეროვანი უჯრედების თერაპიის განხრით. იმუშაოთ მაღალი სტანდარტებით გამართულ, თანამედროვე მეთოდებით აღჭურვილ ლაბორატორიაში. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გექნებათ ერთი სტაბილური სამსახური, ნაცვლად რამდენიმე არასტაბილურისა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით. 
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია