ქართლი/კახეთის რეგიონალური მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 2300 - 3000
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი


შპს თ და რ დისტრიბუშენ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქართლი/კახეთის რეგიონალური მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40 სთ)
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (2300ლ – 3000ლ)
(პროდუქტი - შოკოლადი, ჩიფსი, ენერგეტიკული, ალკოჰოლური სასმელი და სხვ.)
ძირითადი მოვალეობები:
- ქართლი/კახეთის ტერიტორიაზე არსებული გაყიდვების გუნდის მართვა და შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;
- სადისტრიბუციო ქსელების ფორმირება, ოპტიმიზაცია;
- პარტნიორ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი რაოდენობის გაზრდა;
- კომპანიის პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების პროცესის მართვა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, გადაწყვეტა;
- გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი;
- რეალიზაციის მაჩვენებლებზე პასუხისმგებლობა;
- დისტრიბუციის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
- შესრულებული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიში უშუალო ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
- საკუთარი ავტომობილი (ანაზღაურდება ცვეთის და საწვავის ხარჯი)
ჩვენ გთავაზობთ:
- ინდივიდუალური კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის სრულად დაფინანსებას;
- საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
- სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
- მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ რეგიონალური მენეჯერი
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო
შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
TOP მენეჯმენტი
რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი