მოლარე-კონსულტანტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
23 მაი - 22 ივნ
ვიპ
OllivanderGroup აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ შენ:
- გიყვარს ფილმები და ანიმაციები და მათი ყურება შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
- ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
- შეგიძლია შენი საყვარელი ფილმების და ანიმაციების პერსონაჟების შესახებ გაუჩერებლად ისაუბრო;
- სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;
მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
- პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის სტანდარტების და კომპანიის შიდა განაწესის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და დაცვა;
- პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
- სალარო ოპერაციების გატარება;
- ფილიალში სისუფთავის დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- გამართული მეტყველების უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ფილმებისა და ანიმაციების ცოდნა
ანაზღაურება:
კონსულტანტის პოზიციაზე განსაზღვრული ანაზღაურება შედგება 2 კომპონენტისგან:
- ფიქსირებული ანაზღაურება - რომელიც შეადგენს საათში 3 ლარს და მზარდია თანამშრომლის სტაჟის მატებას ერთად;
- პროცენტული ბონუსი - რომელიც ენიშნება დასაქმებულს შიდა ტესტირების წარმატებით გავლის შემდგომ.
სხვა ბენეფიტები:
- 30%-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში.
- ფიტპასი.
თბილისის
მისამართები:
- კავეა სითი მოლი
- კავეა გალერეა
- ისთ-ფოინთი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადახვიდეთ ლინკზე და აირჩიოთ სასურველი ვაკანსია https://career.ollivandergroup.com სხვა შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: hr@ollivandergroup.com .
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე