ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
23 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 322 389 380
სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International"- ი, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიაში შემოსული და კომპანიიდან გასული კორესპონდენციის მართვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო და ტექნიკური, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი;
  • ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი
  • კომპანიის დოკუმენტაციის (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები) წარმოება, დამუშავება, კორექტირება და დაარქივება;
  • ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
  • შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება / ვიზიტორების დახვედრა;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება და თანამშრომლების მუშაობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში.
  • ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარების უზრუნველყოფა.
  • თათბირებზე და შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის/დავალებების კონსოლიდირება და შესრულების დედლაინების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
  • ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: 
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოტივირებულობა. 

სამუშაო განაკვეთი სრული: 09:00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetree.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 322 389 389 /+995 322 389 380.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახავს კომპანიის ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი