საწყობისა და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული,ინგლისური
29 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო კომპანია EGT Georgia უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში  მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში. 
ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე. 

თუ გსურთ გახდეთ EGT Georgia -ს გუნდის წევრი, გაეცანით ვაკანტურ პოზიციას საწყობისა და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 
  • საქონლის მიღება, მდგომარეობის აღწერა და დასაწყობება, სპეციფიკის, ვადების და შენახვის პირობების გათვალისწინებით; 
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; 
  • საწყობში არსებული პროდუქციის რეგულარული კონტროლი; 
  • შეკვეთების გამზადება, მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით, მისი შეფუთვა და გაგზავნა გაწერილი წესების და ინსტრუქციების გათვალისწინებით; 
  • მიღებული, გაცემული და დაბრუნებული  პროდუქციის აღრიცხვა. 

მოთხოვნები:  
  • Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა; 
  • სასურველია სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების (В კატეგორიის, მექანიკა) მართვის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული  ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა. 

პიროვნული უნარები: 
  • კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად; 
  • პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;  
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • დროის მართვის უნარი. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს; 
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას; 
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • სპორტული დარბაზი ადგილზე; 
  • Fit საშვი კორპორატიული სერვისით პარტნიორ კომპანიებში. 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com about:blank. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, „საწყობის და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტი’’  
ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი