მობილური მხარდაჭერის უმცროსი ტექნიკოსი
- სრული განაკვეთი
- პროფესიული კოლეჯი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
დღეს - 22 ივნ
სტანდარტი


კომპანია EGT Georgia აცხადებს ვაკანსიას მობილური მხარდაჭერის უმცროსი ტექნიკოსის პოზიციაზე ბათუმში
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, გადაადგილება და მოდიფიკაცია, დაზიანებების/ხარვეზების გამოსწორება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
- ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
- აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)
- აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად, რუსული ან/და ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის რუსული და ინგლისური ენაც.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
- კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: tech-career.georgia@egt-bg.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
კომპიუტერი/ელექტრონიკა/ტელეფონია