ბუღალტერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
29 მაი - 22 ივნ
სტანდარტი


"EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ბუღალტერს რომლის პასუხისმგებლობა მოიცავს ფინანსური დოკუმენტაციის და პროცედურების აუდიტს, საბანკო ანგარიშების შეჯერებას, გადასახადების გადახდას და დეკლარაციის გამოთვლას. ამ თანამდებობაზე წარმატებული რომ იყოთ, უნდა გქონდეთ ბუღალტერიაში გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები :
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
- ბუღალტრული / პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება / შესაბამისი გატარებების მიცემა;
- ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპეარაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
- სხვადასხვა ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი / შედარება პარტნიორებთან;
- ინვოისების მომზადება / პარტნიორებთან გადაგზავნა;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენის უნარი;
- საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობის გამოცდილება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
- კომპანიის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბაზის შესწავლა, შესაბამისი პროცედურის გავლა, ინვენტარიზაციის დროულად და ეფექტურად ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა;
- საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
- სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 3-დან 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
- სერთიფიკატები - პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული;
- წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისურის კარგი ცოდნა (ვერბალური / წერითი)
- MS Office სრულყოფილი ცოდნა Oris პროგრამის სრულყოფილი ცოდნა და გამოცდილება, სასურველია SAP-ში გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
- მოწესრიგებული და დისციპლინირებული;
- რამდენიმე დავალებაზე ერთროულად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრული და სასიამოვნო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- მობილური ტელეფონი კორპორატიული სერვისით;
- სპორტული დარბაზი ადგილზე;
- Fit Pass კორპორატიული სერვისით პარტნიორ კომპანიებში;
- ხელფასის განხილვა მოხდება წარმატებულ კანდიდატთან გასაუბრებაზე.
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და ხართ მოტივირებული და გსურთ ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: Career.georgia@egt-bg.com სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითებით. გისურვებთ წარმატებას!
თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შპს EGTG-სთვის ინფორმაციის გაგზავნისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)