რუსულენოვანი კლიენტთა მომსახურების ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილების გარეშე
  • ქართული,ინგლისური,რუსული
30 მაი - 07 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას, რუსულენოვანი კლიენტთა მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე.

 

ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს  სხვადასხვა სახის მომსახურებას, ძირითადად ადამიანური რესურსების სფეროში.საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ვებ-გვერდის მიმართულება, (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) რეკრუიტინგი, კადრების მოძიება/შერჩევა და აუთსტაფინგი.თუ გსურთ რომ, წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს, თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.პოზიცია გათვალისწინებულია ყაზახეთის მიმართულების განცხადებების საიტისთვის: Jobs.kz

ვაკანტური პოზიცია მოიცავს 1დან 2 კვირიან სწავლების პერიოდს.

 

სამუშაოს აღწერა:

  • სატელეფონო ზარების განხორციელება
  • კონკურენტული ვებ-გვერდების ყოველდღიური მონიტორინგი
  • არსებულ და პოტენცურ კლიენტებთან როგორც სატელეფონო ასევე მეილის მეშვეობით მუდმივი კონტაქტის განხორციელება
  • ახალი კლიენტების მოძიება
  • განცხადებების განთავსება
  • განთავსებული ვაკანსიების გადამოწმება
  • ყოველდღიური პერსონალური მონაცემების დროულად გადაცემა მენეჯერისთვის

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet)
  • ენების ცოდნა: რუსული (მშობლიური) ქართული (სასურველია, მშობლიური), ინგლისური (საშუალო დონე)

 

პიროვნული თვისებები:

  • აქტიურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • კარგი პრეზენტაციის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • საქმეზე ორიენტირებულობა

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30, პოზიცია მუშაობს ყაზახეთის კალენდრის მიხედვით.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მეილზე:  info@jobs.kz

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი,
გაყიდვების ქოლცენტრი
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, ქუთაისი