ექიმი დერმატოლოგი/ექიმი-ესთეტიკოსი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
23 მაი - 01 ივნ
სტანდარტი


ესთეტიკური კლინიკა ნოემი აცხადებს ვაკანიას ექიმი დერმატოლოგისა და ექიმი-ესთეტიკოსის პოზიციაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, დასვენება 1 დღე.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მოქმედი სახელმწიფო სერთიფიკატი, ლიცენზია, (შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
- სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
- სხვადასხვა სახის ინექციებზე მუშაობის გამოცდილება (ფილერი,ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია);
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- ექიმი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე.
- მოტივირებული თანამშრომლებისთვის კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტრენინგებს და პროფესიულ ზრდას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: keti@noemie.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მაისი.
სამედიცინო
დერმატოლოგი