მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
22 მაი - 13 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

RSM-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 800 ოფისით და 41000-ზე მეტი პროფესიონალით. „RSM საქართველო” არის RSM-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი.

„RSM საქართველო” აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე სამშენებლო კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დღიური საბუთების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
  • საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით წარდგენა;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
  • ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე (სასურველია  სამშენებლო სექტორში);
  • საერთაშორისო ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის ცოდნა „Intermediate“ დონეზე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;


თანამშრომლობის სარგებელი:

  • თქვენ მუდმივად გეყოლებათ აუდიტორული კომპანიისაგან ზედამხედველები - ექაუნთინგის დეპარტამენტიდან, საგადასახადო ექსპერტები, საერთაშორისო სტანდარტების ექსპერტები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად განახორციელებენ ვიზიტებს, ნებისმიერ დროს;
  • თქვენ ზურგს გაგიმაგრებთ მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის ფინანსური გამოწვევების გადალახვაში და სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
  • RSM Georgia ახორციელებს თანამშრომლების მუდმივ ტრენინგსა და სხვა ბუღალტრებთან გამოცდილების გაცვლას, რაც ხელს უწყობს თანამშრომელს პროფესიული წინსვლისა და განვითარებაში.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ttsitelauri@rsm.ge და “Subject” ველში მიუთითოთ: “Chief Accountant”.

www.rsm.global

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი