ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 900
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 მაი - 21 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "MBG Rent" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
MBG Rent წარმოადგენს ემბიჯი ჯგუფის წევრ, ლიდერ კომპანიას საქართველოში სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის გაქირავების მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება Microsoft Excel-ში.
 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  •  ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/ განახლება/მონიტორინგი;
  •  RS.GE-ზე ინფორმაციის განახლება;
  •  სატელეფონო ზარებისა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და, საჭიროებისამებრ, გადამისამართება.


ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
  •  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფისის მენეჯერის პოზიციაზე;
  •  საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, Outlook);
  •  ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ასევე საუბარი). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


უნარ-ჩვევები:

  •  გამართული საუბრისა და წერის მანერა;
  •  სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;


გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე;

ფიქსირებული ანაზღაურება - 800-900 ლარი, ანაზღაურების ზრდის სამომავლო პერსპექტივით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mb.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი.

MBG Rent გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
International Online Marketing Company
თბილისი