პოს-ტერმინალების გამსვლელი ტექნიკოსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 900 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • რუსული
22 მაი - 21 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით. 

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოს-ტერმინალების კურიერის პოზიციაზე ბათუმში

 

ძირითადი მოვალეობა: 

  • საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა; 

 

მოთხოვნები: 

  • გარკვეული ცოდნა IT სფეროში; 
  • სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში; 
  • ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად; 
  • პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა; 
  • ქ. ბათუმის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი. 

 

ანაზღაურება - 900 ლარი (+ მანქანის იჯარა) 

 

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ: 

  •  თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.); 
  •  მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში; 
  •  დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს; 
  •  მუშაობას მეგობრულ კოლექტივში; 
  •  ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის. 

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@bs2.ge  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება. 
 
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში. 
 
გისურვებთ წარმატებას! 

 

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება