სტაჟირება ბუღალტერიაში/ბუღალტრის ასისტენტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
23 მაი - 21 ივნ
სტანდარტი


SunBreath Corp. Legal Services LLC - ქართულ-ამერიკული საკონსულტაციო კომპანია, აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით და ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: (სტაჟირება)
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel);
- საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე;
- გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები: (სტაჟირება)
- ბუღალტრის მიერ დავალებული საკითხების შესრულება;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
- ხელფასების აღრიცხვა და კონტრაგენტების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: (ბუღალტრის ასისტენტი)
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel);
- საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები: (ბუღალტრის ასისტენტი)
- მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული საკითხების შესრულება;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა.
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.
- SBC Legal გთავაზობთ საინტერესო სამუშაო გარემოს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობასა და კარიერული განვითარების პერსპექტივას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და დანიშნულების ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება: info@sbc-accounting.com
მისამართი: ქ თბილისი, ვაკის რაიონი, ვ.კავსაძის ქუჩა N3, ოფისი N9.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე,
სტაჟიორი (ბუღალტერია)