- სრული განაკვეთი
- ინგლისური


კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ევროპული ხარისხის საწარმოა. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 3 მიმართულებით: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები და თევზეული.
კომპანია "ექსტრამითი" საკუთარ პავილიონებში აცხადებს ვაკანსიას მოლარეს/სერვის-კონსულტანტის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი.
სამუშაო განრიგი: ცვლებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები.
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.
- სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა.
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება .ენერგიულად ,სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება.
- სტუმართან დღის შეთავაზებების და ახალი პროდუქციის შესახებ კომუნიკაცია .
მოთხოვნები:
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
- გამართული მეტყველების უნარი.
- 1 c -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ჩვენთან გთავაზობთ:
- ოჯახურ სამუშაო გარემოს.
- ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას.
- სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას.
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: დღეში 35 ლარი +ბონუსი (გამომუშავების მიხედვით).
სერვის-კონსულტანტი
მოთხოვნები:
- მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
- პავილიონში ერთ ან რამოდენიმე პოზიციაზე მუშაობის უნარი;
- უზრუნველყოს კერძების მომზადება პავილიონში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
- უზრუნველყოს პროცედურების და სტანდარტების დაცვა პავილიონში.
პიროვნული თვისებები:
- სიახლეებთან ადაპტაციის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების და მართვის უნარი;
- სწრაფ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- მოტივირებულობა;
- კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარების და ზრდის სურვილი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება მათი გამოცდილების, პიროვნული თვისებების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: +995 599 08 50 08