ხარჯების აღრიცხვის სპეციალისტი
ბათუმი
Ramada Plaza by Wyndham Batumi
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
22 მაი - 21 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ აცხადებს ვაკანსიას ხარჯების აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა - B1 მინიმუმ; 
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • პროგრამა Fina-ში სამუშაო გამოცდილება; 
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე; 
 
სამსახურეობრივი მოვალეობები:  
  • საკვებისა და სასმელის ღირებულება ეფექტური კონტროლი; 
  • საქონლის ყოველდღიური თვითღირებულების კონტროლი; 
  • აღწერის დაგეგმვა, შესრულება და დროული აღწერის შედეგების რეპორტინგი; 
  • სისტემაში სწორი კალკულაციების შეყვანა და კონტროლი; 
  • ყველა სახის ფასდაკლების შემოწმება და შესაბამისი რეპორტის მომზადება; 
  • პერსონალის საკვების ღირებულების შემოწმება; 
  • ყოველთვიური ხარჯების რეპორტის მომზადება; 
  • პასუხისმგებელია შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა; 
  • ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი; 
  • ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი; 
 
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.   
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას. 
ბუღალტერია/ფინანსები
მენეჯერული აღრიცხვა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა