გაყიდვების მენეჯერი
Ramada Plaza by Wyndham Batumi
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
22 მაი - 21 ივნ
ვიპ


სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
სამსახურეობრივი მოვალეობები:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა - B1 მინიმუმ, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
სამსახურეობრივი მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიული გეგმის გააზრებით და გათვალისწინებით გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
- ყოველთვიური სამოქმედო გეგმის გაწერა და განხორციელება;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით ახალი სეგმენტის იდენტიფიცირება, მათთან კომუნიკაციის გზების მოძიება-განხორციელება;
- არსებულ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება-გაუმჯობესება;
- სატელეფონო ზარის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაცია, ინფო ტურების ორგანიზება, სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა;
- წერილობით კორესპონდენციაზე დროული რეაგირება;
- ჯავშნებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებზე მყისიერი რეაგირება;
- გეგმიური ანგარიშების მომზადება/წარდგენა;
- დეპარტამენტის შიდა და სასტუმროს თანამშრომლების ზოგად თათბირებზე დასწრება;
- სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სასტუმროს მენეჯერი