- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული


შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
- წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
- არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
- გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს თბილისში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის განყოფილების უფროსი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგის განყოფილების სისტემური გამართვა, განყოფილების განვითარების გრძელვადიანი ხედვის წარმოდგენა;
- კომპანიის მისიიდან გამომდინარე ბრენდის ძირითადი კომპონენტების გააზრება და განვითარება, გაყიდვების მაჩვენებლების მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობა;
- გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება კომპანიაში დანერგილი ბრენდინგის სტანდარტებისა და კომპანიის ხედვების შესაბამისად;
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პროცესების მართვა;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- ახალი მარკეტინგული არხების ათვისება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მართვის მოწმობა, B კატეგორია.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები;
ჩვენ გავაზობთ:
- კარიერული წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- საბონუსე სისტემას;
- დაზღვევას;
- FitPass-ს.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
- გასაუბრება კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მარკეტინგის განყოფილების უფროსი“.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!