- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- რუსული


ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამანქანო ზეთებს და საპოხ მასალებს.
2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე,
შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 800 ლარიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნედლეულის ჩატვირთვა;
- პროდუქციის წარმოებაში მონაწილეობა რეცეპტისა და ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით;
- მზა პროდუქციის გადმოტვირთვა და შეფუთვა;
- მონაწილეობა სატრანსპორტო საშუალებების ჩატვირთვა-გადმოტვირთვაში;
- პროდუქციის განთავსება საწყობში;
- შეკვეთით პროდუქციის შევსება და პალეტიზაცია;
- შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები სამუშაო ამოცანების ფარგლებში;
- საწყობის მოწესრიგება და უსაფრთხოების, ხანზარსაწინააღმდეგო და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა;
საჭირო მოთხოვნები:
- რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა)
- ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისად პროდუქციის ხარისხიანი და უსაფრთხო დატვირთვა/გადმოტვირთვის მოთხოვნების ცოდნა;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
- კონკურენტული ანაზღაურება.
- კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე uglubricants@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების თანამშრომელი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995551627551
„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!