ლოგისტიკის მენეჯერი/თურქულენოვანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • თურქული,რუსული,ინგლისური
18 მაი - 17 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სატრანსპორტო/საექსპედიტორო კომპანია „შტურმანი“ აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა

განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიღებული პოტენციური შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
  • დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით;
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
  • არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
  • ანალიზი და რეპორტინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში;
  • აუცილებელია თურქული ენის, ასევე რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@shturmani.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - თურქულენოვანი ლოგისტიკის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.


გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი