სრული პროფესორი/ასოცირებული პროფესორი/ასისტენტ პროფესორი

თარიღები: 12 აგვ - 05 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
ელ. ფოსტა: Levan.gurgenidze@yahoo.com
ტენდერი/კონკურსი:  კონკურსი მეცნიერება/განათლება:  პროფესორი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

ინგლისური წიგნი საქართველოში აცხადებს კონკურსს 

1. სრული პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი),  
2. ასოცირებული პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი), 
3. ასისტენტ პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:

 

პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება: (სრული პროფესორი - 1, ასოცირებული-პროფესორი -1 , ასისტენტ პროფესორი - 1) 

  1. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია; 
  2. საერთაშორისო უსაფრთხოება; 
  3. საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა; 
  4. საერთაშორისო ტერორიზმი;
  5. პოლიტიკური იდეოლოგიები
  6. საერთაშორისო პოლიტიკური თეორიები


 

ეკონომიკის მიმართულება: (სრული პროფესორი - 1, ასოცირებული-პროფესორი -1 , ასისტენტ პროფესორი - 1)  

  1. ეკონომიკა;
  2. პოლიტიკური ეკონომიკა;
  3. საჯარო მართვა და ანალიზი
  4. ეკონომეტრიკა
     

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება: (სრული პროფესორი - 1, ასოცირებული-პროფესორი -1 , ასისტენტ პროფესორი - 1) 

 

  1. მართვა
  2. ფინანსები და ბუღალტერია
  3. მარკეტინგი
  4. ბიზნესის სამართალი
  5. საწყისი ბიზნესი - startup/entrepreneurship
  6. ინოვაციური აზროვნება და მეთოდები

 

მოთხოვნები:

სრული პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

ასოცირებული პროფესორისთვის:

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
     

ასისტენტ- პროფესორისთვის:

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

 

სრული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV-რეზიუმე; 
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში
  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა - 20-21 აგვისტო; 
II ეტაპი - ინტერვიუ - 27-31 აგვისტო;  
III ეტაპი - გადაწყვეტილების მიღება/გადაწყვეტილების კომუნიკაცია - 3-7 სექტემბერი.
 

შესაძლებელი არის რომ ევრაზიის უნივერსიტეტმა გადაამოწმოს თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე. მხოლოდ იმ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება რომლებიც დაბარებულები იქნებიან ინტერვიუზე.


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: Levan.gurgenidze@yahoo.com და საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და დისციპლინის სახელწოდება!

საბუთების მიღება: 2018 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.

მსგავსი განცხადებები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის სკოლაში

საქართველოს უნივერსიტეტი


16 აგვ - 14 სექ

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში

საქართველოს უნივერსიტეტი


16 აგვ - 14 სექ

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს უნივერსიტეტი


16 აგვ - 14 სექ

3D – მაქსის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


31 ივლ - 29 აგვ

English Teacher

საზოგადოებრივი კოლეჯი გარანტი


31 ივლ - 29 აგვ

Lecturer/Cultural Relations/Western Studies

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი


26 ივლ - 24 აგვ

ავტოკადის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


31 ივლ - 29 აგვ