ფინანსური ანალიტიკოსი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
18 მაი - 17 ივნ
ვიპ


სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სტუქტურული რგოლების, მმართველობითი გუნდის, აქციონერების/პარტნიორების და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ მოთხოვნილი ფინანსური, მენეჯერული და რეგულაციებით განსაზღვრული ანგარიშებისა და ანალიზების შემუშავება, განვითარება, მომზადება და შესაბამისი მხარისათვის დროული მიწოდება;
- ფინანსური ანგარიშების ანალიზი ფინანსური კოეფიციენტებისა და სხვა მაჩვენებლების გამოყვანის გზით;
- კომპანიის ბიუჯეტირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება, ბიუჯეტის ფორმის შედგენა, სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშომრლობა ამ დეპარტამენტების ბიუჯეტის შედგენა/დაგეგმვაში; ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი და განახლება; გადახრების ანალიზი;
- კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
- კომპანიის მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო ალტერნატივების შესწავლა, საინვესტიციო გეგმების მომზადება და შეფასება;
- კომპანიის მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტების მომგებიანობის შესაფება შესაბამისი შემოსავლებისა და ხარჯების იდენტიფიკაციისა და ანალიზის გზით;
- კომპანიის საოპერაციო ერთეულების (ფილიალებისა და სერვის ცენტრების) მომგებიანობის შესაფება შესაბამისი შემოსავლებისა და ხარჯების იდენტიფიკაციისა და ანალიზის გზით;
- სასესხო პორტფელის ანალიზი; ვადაგადაცილებებისა და რეზერვების დაანგარიშება:
- კომპანიის სპეციალური სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- ფინანსური რისკების შეფასება და მართვა;
- აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში - ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსებში;
- ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვემდე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება -“ფინანსური ანალიტიკოსი“.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი